სამუშაო ვიზიტი - ბანაკის დაგეგმვა
პროექტის ფარგლებში ყოველწლიურად ეწყობა სხვადასხვა
სახის
გაცვლითი
საგანმანათლებლო
ღონისძიებები:
ტრენინგები,
ბანაკები
და
სამუშაო
ვიზიტები.
2012 წლის 6-დან 9 სექტემბერის ჩათვლით კი რუსთავის
სკაუტურ ცენტრში (international
scout centre Rustavi) 4 შვეიცარელ ტრენერს ვსტუმრობდით.ჩვენი მხრიდან 20 ქართველი სკაუტი აქტიურად იყო ჩართული ამ სამუშაო
ვიზიტში. ამჯერად 4 დღიანი ტრენინგების თემა ბანაკის დაგეგმვა იყო. მონაწილეები აღიჭურვნენ
როგორც თეორიული,ასევე პრაქტიკული უნარ-ჩვევებით.ისინი მუშაობდნენ როგორც დამოუკიდებლად,ინდივიდუალურად
ასევე ჯგუფურად.ერთ-ერთი აქტივობის დროს მათ ისწავლეს როგორ დაგეგმონ სპორტული თამაში(sport
game), ე.წ. მდელოს თამაში (field game), და „ჩუმი წუთის’’აქტივობა ( silent
moment activity) .ამას გარდა როგორ გაანაწილონ ბიუჯეტი და ზოგადად რა სახის შეიძლება
იყოს ბანაკი(different forms of a camp) .
სამუშაო ვიზიტმა
წარმატებით და ნაყოფიერად ჩაიარა.როგორც მონაწილეები,ასევე
ტრენერები ემოციებითა და ახალი ინფორმაციებით დაბრუნდნენ სახლებში.
0 comments: