სამუშაო ვიზიტი - ბანაკის დაგეგმვა


ერთიანობა მრავალფეროვნებაში - "საქართველოს სკაუტებისა" და "შვეიცარიის სკაუტების" 11 წლიანი პარტნიორობის პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოსა და შვეიცარიის სკაუტურ ორგანიზაციებს შორის გამოცდილების გაზიარებას, კულტურულ გაცვლასა და საქართველოში სკაუტინგის განვითარების ხელშეწყობას.
პროექტის ფარგლებში ყოველწლიურად ეწყობა სხვადასხვა სახის გაცვლითი საგანმანათლებლო ღონისძიებები: ტრენინგები, ბანაკები და სამუშაო ვიზიტები.
 2012 წლის 6-დან 9 სექტემბერის ჩათვლით კი რუსთავის სკაუტურ ცენტრში (international scout centre Rustavi) 4 შვეიცარელ ტრენერს ვსტუმრობდით.ჩვენი მხრიდან  20 ქართველი სკაუტი აქტიურად იყო ჩართული ამ სამუშაო ვიზიტში. ამჯერად 4 დღიანი ტრენინგების თემა ბანაკის დაგეგმვა იყო. მონაწილეები აღიჭურვნენ როგორც თეორიული,ასევე პრაქტიკული უნარ-ჩვევებით.ისინი მუშაობდნენ როგორც დამოუკიდებლად,ინდივიდუალურად ასევე ჯგუფურად.ერთ-ერთი აქტივობის დროს მათ ისწავლეს როგორ დაგეგმონ სპორტული თამაში(sport game), ე.წ. მდელოს თამაში (field game), და „ჩუმი წუთის’’აქტივობა ( silent moment activity) .ამას გარდა როგორ გაანაწილონ ბიუჯეტი და ზოგადად რა სახის შეიძლება იყოს ბანაკი(different forms of a camp) . 
სამუშაო ვიზიტმა წარმატებით  და ნაყოფიერად ჩაიარა.როგორც მონაწილეები,ასევე ტრენერები ემოციებითა და ახალი ინფორმაციებით დაბრუნდნენ სახლებში.

About the author

Admin
Tbilisi Organisation of Georgian Scout Movement

0 comments:

Template by Clairvo Yance
Copyright © 2012 Scouts Of Tbilisi and Blogger Themes.